|
2025-04-10 14:46:42, 546 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - ევროსაბჭოს რეზოლუცია ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, რეზოლუციის თანახმადვე, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მის უფლებამოსილებას არ ცნობენ. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს, გმობს ბოლო თვეებში რეჟიმის მიერ „მიღებულ“ რეპრესიულ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ თუ რეჟიმი გადაწყვეტს ასამბლეაზე დელეგაციის გაგზავნას, მისი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. 3 აქაური „ქოცის“ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი“,- წერს ჯაფარიძე. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)