|
2025-04-10 13:20:46, 578 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ მემორიალთან
ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი შვედეთის საელჩოს მიერ იყო დაფინანსებული - ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა - ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გუშინდელი აქციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, აშკარაა მცდელობა იმისა, რომ „ფსკერს ქვემოთ დაშვებული მეთოდებით“ ჩვენს საზოგადოებაში მოახდინონ დაყოფა. „ადრე თუკი, 1989 წელს როდიონოვი და მისი საბჭოთა სპეცრაზმელები ალესილი ნიჩბებით და მომწამვლელი გაზით ებრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სურვილს და იქ 21 ქართველი დაიღუპა, ჩვენ ვნახეთ სცენები როდესაც ამ უცხოური ძალის, ქვეყნის გარედან მართული და დაფინანსებული ერთი მუჭა ადამიანების ხელით, ითესებოდა სიძულვილი, შუღლი, ყოველგვარი ზღვარგადასული მეთოდით. ადამიანებს, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ 1989 წლის 9 აპრილის პროცესებში, არ უშვებდნენ 9 აპრილის მემორიალთან და ეს ყველაფერი უცხო ქვეყნის საელჩოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული და შესრულებულო. დროა, რომ პასუხი გასცენ იმ დონორებმა, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებდა ეს ხალხი გუშინ, ვისი თანხებითაც უზრუნველყოფდნენ იმ დესტრუქციის განხორციელებას, რაც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის სასახლის წინ ვიხილეთ. ეს არის შვედეთის საელჩო - დროა, ამ ყველაფერს გაეცეს პასუხი, ან გაემიჯნოს ამ პროცესებს. ასეა, ვინც იხდის თანხას ის უკვეთავს მუსიკას. ეს არის ამ შემთხვევაშიც. ვინც იხდის თანხას, მან უნდა აიღოს კონკრეტული პასუხისმგებლობა," - განაცხადა მათიკაშვილმა.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)