|
2025-04-10 09:31:58, 661 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - საქართველოს თავისუფლების იდეა მაინც გაიმარჯვებს
საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს წინააღმდეგ, არასდროს ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი წერეთელმა 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. გიგი წერეთლის თქმით, საბჭოთა რუსეთის მემკვიდრეები დღესაც ცდილობენ, გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე. „9 აპრილი არის დღე, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. სწორედ ამ იდეას შეეწირნენ ადამიანები და მათი ხსოვნის პატივისცემა ყოველთვის იქნება თაობების ვალდებულება. ამავდროულად, ამ მძიმე და ასევე საამაყო ერთიანობის დღეს, უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ იყო უდანაშაულო ადამიანების სასტიკად დარბევის, მკვლელობის, დასახიჩრების თუ მოწამვლის იდეოლოგი და ავტორი. საბჭოთა რუსეთის ეს სადამსჯელო აქტი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არასდროს არ ამოიშლება არც ისტორიიდან და არც ხალხის მეხსიერებიდან. მათი მემკვიდრეები კი დღესაც ცდილობენ გადაეღობონ საქართველოს თავისუფლების გზაზე, მოახდინონ იზოლაცია დემოკრატიული მსოფლიოსგან და ისევ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ქვეყანა. ესაა დღეს რუსული ჰიბრიდული ომის მიზანი და 9 აპრილს ამის მკაფიოდ არ შეხსენება, სწორედ ამ მიზნის შესრულებას ემსახურება. საქართველოს თავისუფლების იდეა კი მაინც გაიმარჯვებს”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)