|
2025-04-08 20:39:54, 736 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა
“ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დოუთიმ განაცხადა. კერძოდ, დოუთი გამოეხმაურა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის” (საია) დემოკრატიის დამცველის ჯილდოს გადაცემას. აღნიშნული ჯილდოს გადაცემა დიდმა ბრიტანეთმა და ეუთოს ფარგლებში მისმა შვიდმა პარტნიორმა ქვეყანამ მიიღეს, მათ შორის აშშ-მა, შვედეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, დანიამ, მონტენეგრომ და ნიდერლანდებმა. “ვულოცავ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” (საია) დემოკრატიის დამცველის პრესტიჟული ჯილდოს მოგებას, რომელიც გადაეცათ გაერთიანებული სამეფოსა და ეუთოს შვიდი პარტნიორის მიერ. საია არსებით მხარდაჭერას უწევს საქართველოში ადამიანის უფლებების აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც რეპრესიული კანონმდებლობის პირობებში სულ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ ექცევიან. დემოკრატიული უკუსვლის, უკანონო დაპატიმრებებისა და დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თვეების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” არანაირი ნიშანი არ აჩვენა, რომ ისინი ევროპულ გზას დაუბრუნდებიან და საკუთარი ელექტორატის დემოკრატიულ სურვილებს დაიცავენ. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, შემოაბრუნოს თავისი იზოლაციონისტური ქცევა და მადლობას ვუხდი საია-ს ქართველი ხალხის ფუნდამენტური უფლებების დაცვაში მათი მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის,” - განაცხადა დოუთიმ, რომლის კომენტარსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)