05:29 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 19:27:55, 785 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

სტამბოლის დაპატიმრებულ მერს, ეკრემ იმამოღლუს პარიზის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის საქალაქო საბჭომ კენჭისყრის შედეგად მიიღო.

როგორც საფრანგეთის დედაქალაქის მერმა, ან იდალგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამჟამად იმამოღლუს უსამართლოდ წაართვეს შესაძლებლობა, წარმომადგინოს თავისი პარტია და იყოს თურქეთის მილიონობით მოქალაქის ხმა.

„იმამოღლუ, რომელსაც წაართვეს თავისუფლებები და ფუნდამენტური უფლებები, უნდა ჰქონდეს პარიზის სრული მხარდაჭერის იმედი“, – თქვა იდალგომ.

საფრანგეთის დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ პარიზის ეს მხარდაჭერა იმამოღლუს მიმართ თურქეთის ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, შეისმინოს დემოკრატიული გონიერების ხმა.

ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics