|
2015-02-17 11:48:13, 1084 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის მერია ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. ინტერესთა გამოხატვა ინვესტორთა მოწვევასა და მათი წინადადებების მიღებას გულისხმობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იქნება შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვის მიზანია, მოიზიდოს ინვესტორი დედაქალაქში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად. „ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ იურიდიულ პირს ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია გამოავლენს. ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება. კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)