22:40 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 14:34:08, 834 ნახვა

მსოფლიო
აშშ სამხრეთ სუდანის მოქალაქეებისთვის გაცემულ ვიზებს აუქმებს

აშშ სამხრეთ სუდანის პასპორტის მფლობელ პირებს ვიზებს უუქმებს. ამის მიზეზი სამხრეთ სუდანის მხრიდან აშშ-დან დეპორტირებული მოქალაქეების მიღების უარი გახდა. 

ამასთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გააკეთა.

რუბიოს თქმით, ვიზების გაუქმების გარდა, აშშ ასევე ზღუდავს ვიზების გაცემის ნებისმიერ ახალ პროცესს სამხრეთ სუდანის მოქალაქეებისთვის, რათა თავიდან აიცილოს მათი ქვეყანაში შესვლა

"იმის გამო, რომ სამხრეთ სუდანის გარდამავალმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ პრინციპის პატივისცემა, ძალაში დაუყოვნებლივ შედის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გააუქმოს სამხრეთ სუდანის პასპორტის მფლობელი პირებისთვის გაცემული ყველა ვიზა და შეზღუდოს ახალი ვიზების გაცემა, რათა მათი შესვლა შეერთებულ შტატებში აღარ მოხდეს" - თქვა რუბიომ

რუბიოს თქმით, სამხრეთ სუდანის ხელისუფლება აშშ-ს "კეთილდღეობით სარგებლობს".

 "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენმა ქვეყანამ უზრუნველყოს მიგრაციის კანონების აღსრულება – ეს პირდაპირ უკავშირდება შეერთებული შტატების ეროვნული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. ყველა ქვეყანამ დროულად უნდა მიიღოს თავისი მოქალაქეები უკან მაშინ, როდესაც მეორე ქვეყანას მათი გაძევება სურს" - თქვა რუბიომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლება ამ ზომებს სამხრეთ სუდანის მხრიდან სრულ თანამშრომლობის შემთხვევაში გადახედავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics