|
2025-04-05 14:02:21, 1069 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია
მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო, - ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ბადრი ჯაფარიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომას. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის „დევნა კოალიცია „ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“. „რა სამარცხვინო და იაფფასიანი, მშიშარა ადამიანების მიერ მოწყობილი სპექტაკლია ბადრი ჯაფარიძის სასამართლო. სრული სოლიდარობა მას. მამუკას და ბადრის დევნა კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" გაჩერების უსუსური მცდელობაა“, - წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული. დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება ჯაფარიძის მიმართ 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას. ჯაფარიძეს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)