|
2025-04-04 21:15:53, 978 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - საჩივარი შეტანილია, ბრძოლა გრძელდება!
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა „მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ არ შევავსე პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილი ქონებრივი დეკლარაცია, რის გამოც ანტიკორუფციულმა ბიურომ დამაჯარიმა. საქართველოს პარლამენტის წევრი არც ერთი დღე არ ვყოფილვარ, ხელფასი არ ამიღია და არ ვიყავი ვალდებული შემევსო დეკლარაცია. დღეს, მე მოვედი საქალაქო სასამართლოში და ეს საკითხი გავასაჩივრე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ეკუთვნის მურუსიძე/ჩინჩალაძეს, ერთის მხრივ ეს არის პრინციპული საკითხი, მეორე მხრივ უნდა ვიცოდეთ თუ როგორ იმსჯელებს მოსამართლე და რა განაჩენს გამოიტანს იგი ამ საქმეზე. როდესაც სხდომა ჩაინიშნება, მე თვითონ დავიცავ ჩემს ინტერესებს. ბრძოლას გავაგრძელებ იქამდე მანამ, სანამ ამ ქვეყანაში სამართალი არ იზეიმებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ. აღნიშნულ კომენტარს კოალიცია „ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)