|
2025-04-04 17:28:02, 946 ნახვა
პოლიტიკა
კოალიცია ცვლილებისთვის - 8 აპრილის ღამიდან პარლამენტთან ვიქნებით
კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, ისინი რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების მიერ 8 აპრილს დაგეგმილ აქციას უერთდებიან და ღამეს პარლამენტთან გაათენებენ. "2 აპრილს რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებმა საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნეს და 8 აპრილს პარლამენტთან ღამის გასათევად იკრიბებიან. კოალიცია ცვლილებისთვის მათ ინიციატივას ვუერთდებით - 8 აპრილის ღამიდან პარლამენტთან ვიქნებით და 9 აპრილის ისტორიულ დღეს თანამებრძოლებთან ერთად შევხვდებით. სინდისის პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს". - წერია კოალიციის განცხადებაში. რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების ერთობლივი განცხადებით, წინააღმდეგობის მოძრაობას იწყებენ. მათი თქმით, 8 აპრილს პარლამენტთან შეიკრიბებიან და 9 აპრილს დაღუპულთა სულების პატივსაცემად, ღამეს გაათენებენ. იქამდე, 1-ელ აპრილს, პაატა ბურჭულაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან მოქალაქეებს 8 აპრილს პარლამენტთან შეკრებისკენ და არდაშლისკენ მოუწოდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)