|
2025-04-04 09:29:06, 896 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტი დღეს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილს აირჩევს
პარლამენტი 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. 2 აპრილს ირაკლი კობახიძემ საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გააკეთა განცხადება - ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე კობახიძემ ანრი ოხანაშვილი წარადგინა. ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე “ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა. რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)