|
2025-04-03 16:24:57, 913 ნახვა
საზოგადოება
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი - სხდომაზე თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, კითხვები დაგვესვა
ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა [სამეურვეო საბჭოს] სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა - თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით და კრიტიკული კითხვები დაგვესვა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებას პირდაპირი ეთერით შეეძლო ენახა, „რა სამარცხვინო ხრიკებით მოქმედებს სამეურვეო საბჭოს უმრავლესობის შემადგენლობა“. „დღეს ვასილ მაღლაფერიძე მეორე ვადით აირჩიეს თავმჯდომარედ და ჩვენ, თანამშრომლებს, ვისაც გვაქვს კრიტიკული პოზიცია, ფაქტები, კონკრეტულად მაუწყებლის მუშაობასთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით, არ მოგვეცა საშუალება, რომ შევსულიყავით, დაგვესვა ის კრიტიკული კითხვები, რომელიც გვაქვს კონკრეტულად მაუწყებელთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოქმედებებთან დაკავშირებით. ვასილ მაღლაფერიძე შეეცადა პროცედურულად ისე დაესრულებინა სხდომა, რომ ჩვენთვის სიტყვის უფლება არ მოეცა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, საკუთარი თავის რა ლუსტრაცია მოახდინა საბჭოს 8 წევრმა წინა სამარცხვინო სხდომაზე. ახლა ისინი არიან შეშინებულები, გაურბიან შეკითხვებს, იმიტომ, რომ არ აქვთ პასუხები,“ - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის პარალელურად, პირველი არხის ახალ შენობასთან აქცია გაიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)