01:42 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 15:07:25, 494 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - ველოდებით გივი თარგამაძის გამოხმაურებას, მოვა თუ არა კომისიის სხდომაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, პოლიტიკოს გივი თარგამაძისგან ელოდება გამოხმაურებას მივა, თუ არა 8 აპრილს საგამოძიებო კომისიაზე კითხვებზე საპასუხოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე კენჭს უყრიან, - აღნიშნულის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, პარასკევს პარლამენტში პლენარული სესია გაიმართება, რა დროსაც პარალელურად კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება, შემდეგ მოდის შაბათი-კვირა და ხარების დღესასწაული, შესაბამისად, ამ დღეებში საგამოძიებო კომისიის სხდომა ვერ ჩატარდება.

ამიტომ, თეა წულუკიანის განმარტებით, დაელოდებიან გივი თარგამაძეს და სხდომა 8 აპრილს განახლდება.

„გთავაზობთ, რომ დაველოდოთ ბატონი გივი თარგამაძის გამოხმაურებას. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, შეიძლება ადამიანი ავად გახდეს, იყოს რაიმე ობიექტური მიზეზი და ა.შ. თუ ასეთი მიზეზი სამშაბათამდე არ აღმოჩნდა, ჩვენ სხდომის დასაწყისში ვიმსჯელებთ მის შემთხვევაზე და ვუყრით კენჭს მისი საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში დოკუმენტი გაავრცელა რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიის საპასუხოდ, გივი თარგამაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ პარლამენტში შექმნილ დროებითმა საგამოძიებო კომისიაზე მისვლას არ აპირებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics