|
2025-04-03 14:07:00, 856 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე – ძალადობა, რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება
სანქციები არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სანქციები, რომლებიც გუშინ ვიხილეთ, ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის შედეგია. „ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო სიგნალი – ძალადობა, უკანონო დაპატიმრებები და რეჟიმის რეპრესიები დაუსჯელი არ დარჩება. ივანიშვილის რეჟიმი არის მთავარი საფრთხე და მისი პროპაგანდისტების ზღაპრები გამოგონილ მტრებზე და წულუკიანის ღალატის კომისიის ისტორიის შეცვლის მცდელობა ამ რეალობას ვერ შეცვლის. რეჟიმის ირგვლივ რკალი ვიწროვდება – ყველა ხვდება, რომ ივანიშვილი ტოვებს საქართველოს მარტოს, დაუცველს, სადაც მხოლოდ სიღარიბე და სანქციებია. ჩვენი გზა: მეტი ევროპა, მეტი დაცულობა, მეტი ინვესტიცია. ეს არის თავისუფალი საქართველოს ერთადერთი არჩევანი და გამარჯვების გზა!” - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა მოსამართლეებს - ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)