02:14 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 18:25:43, 757 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირება არის ნაბიჯი ხალხისთვის, ვინც „კლანმა“ დააზარალა

მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და „თალიბანის“ ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების: ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა.

დოლიძის თქმით, სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაშიც.

,,დიდმა ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა მურუსიძე და ჩინჩალაძე. ბრიტანეთის სანქციები არის მთავარი წერტილი ფინანსური გარიგებების - ეს არ არის ვიზა, ეს არის ფინანსური სანქცია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საბანკო სისტემა, ნებისმიერ კომპანიას შეეშინდება ამ სახელთან იყოს დაკავშირებული, რადგან მათ დაემუქრებათ მეორადი სანქციები.

მათ გაუჭირდებათ საერთაშორისო მგზავრობა. ეს ნაბიჯი იმ ხალხისთვის არის, ვინც დააზარალა კლანმა წლების განმავლობაში, კონკრეტულად ამ ორი ადამიანის მმართველობამ. ბრიტანეთში არის ოფშორული ზონები, კაიმანის და ვირჯინიის კუნძული, სადაც არის რეგისტრირებული ასეულობით კომპანია, რომლებიც ცდილობენ გაექცნენ, მათ შორის საქართველოს საგადასახადო სისტემას.

საქმე იმაშია, რომ ბრიტანეთში არის რეგისტრირებული „იმედი“, შემდეგ რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ახლა ვმუშაობ, რომ მსგავსი პროცესი დაიწყოს „იმედთან მიმართებაში“. ასევე, ეს სანქციები ნიშნავს, რომ ბრიტანეთი ამზადებს გადაწყვეტილებებს სხვა პირებთან მიმართებაში. მურუსიძე/ჩინჩალაძე მოხვდა იმ სიაში, სადაც არიან ტერორისტები და თალიბანის ლიდერები. ეს არის სამარცხვინო ფაქტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics