|
2025-04-02 18:10:49, 820 ნახვა
პოლიტიკა
„ჰელსინკის კომისია“ - შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ
„ჰელსინკის კომისია“ შეშფოთებას გამთქვამს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს“. განცხადებაში „ჰელსინკის კომისია“ მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას. ამასთან, განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას და რომ ამ გარიგებით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას. “შეშფოთებული ვართ ცნობებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შესახებ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩააბაროს ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს. ამ გარიგებაში ჩართულ დეველოპერებს, მათ შორის “ჩინეთის კომუნიკაციების სამშენებლო კომპანიას” აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაციისთვისა და დესტაბილიზაციისთვის გამოყენებისა, და ამ ქვეყნების ჩინეთზე დამოკიდებულებას გაღრმავების ისტორია. რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები არიან: კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია), თანათავმჯდომარე ჯო უილსონი (კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტია), შელდონ უაითჰაუსი (სენატორი, დემოკრატიული პარტია), სტივ კოენი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია), მარკ უიზი (კონგრესმენი, დემოკრატიული პარტია) და ჯონ კორნინი (სენატორი, რესპუბლიკური პარტია).
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)