|
2025-04-02 13:58:33, 709 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მამუკა ხაზარაძეს ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, ამის მიუხედავად, ის მიმაჩნია პოლიტპატიმრად
მამუკა ხაზარაძეს გუშინ ვერაფრით ათქმევინეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ. ამის მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, „რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ არიან დაკავებული“. „სპეციალურად მოხდა პროცესების გადაფარვა, ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძის და ჩემი პროცესების, რათა ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ვერაფრით ათქმევინეს მამუკა ხაზარაძეს, რომ მეც პოლიტპატიმარი ვარ, მე მამუკა ხაზარაძე მიმაჩნია პოლიტპატიმრად. პოლიტიკური დევნაა, რაც მის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ხდება. ისევე როგორც, მინდა, სოლიდარობა გამოვხატო იმ ბიჭებისა და ქალბატონების მიმართ, რომლებიც უკანონოდ, უსამართლოდ ჰყავთ დაკავებული, პოლიტიკური დევნის ქვეშ იმყოფებიან და პოლიტიკური პატიმრები არიან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ამასთან, როგორც სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას სააკაშვილმა აღნიშნა, „თუ ვინმე ამბობს, რომ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, ეს მის სინდისსა და რეპუტაციაზე უნდა იყოს“.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)