|
2025-04-02 13:15:00, 608 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა
ზოგიერთ არასამთავრობოში სასოწარკვეთილებაა, ფული შემცირდა, არ გათავდა, რადგან რამდენიმე ევროპულმა ფონდმა, რომელმაც ჩაანაცვლა გარკვეულწილად USAID-ის და NED-ის დაფინანსებები, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ახერხებენ სხვა ეგიდით, სხვა მიზნობრიობის თანხის მიღებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ის ძალა, რაც უფრო დიდ ფულს ჰქონდა, აღარ აქვს. „აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ახალი ადმინისტრაციის მიერ ეს სქემა იქნა გაშიფრული და მხილებული. სწორედ ამან შეასუსტა დარტყმის ძალები, თუმცა ისინი ყოველდღიურად ამ პანიკური და აგონიური სიტუაციიდან გამომდინარე, ახალ-ახალ აღიარებებს დებენ. ზოგი მერე სიმართლის თქმის ხასიათზე დადგება. უნდათ, საქართველოს მოერიონ და რაც ყველაზე მთავარია, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩვენი მთავარი იდეა არის ქვეყნის მეტი დამოუკიდებლობა, იმისათვის, რომ თავიც გადავირჩინოთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, უკეთ იცხოვროს ჩვენმა მოქალაქემ, ევროპაში კვლავ პირველები ვიყოთ. ეს არის უდიდესი მიღწევა, კვლავ პირველები ვიყოთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ამ გლობალური ტურბულენტობის და გარშემო ომების ფონზე. რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, კულტურა და არ დაემუქროს არანაირი საფრთხე არც მამულს, არც ენას, არც სარწმუნოებას და განვვითარდეთ. წარსულს პატივი ვცეთ და მომავალზე ვიზრუნოთ ღირსეულად“, – განაცხადა მდინარაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)