|
2025-04-02 10:55:45, 630 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორები დუმან
როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ თურმე სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას განიხილავენ, დონორებს როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ეს დუმილი პირდაპირ ახალისებს ძალადობას. „საინტერესოა, რომ, როგორც ენჯეო „საფარის“ ხელმძღვანელის ამ აღიარებიდან ჩანს, სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, თურმე ასე სასხვათაშორისოდ განიხილავენ სახელმწიფო შენობების ძალადობრივ დაკავებას. როგორც ჩანს, ამ „ენჯეოებისთვის“ ქვეყანაში ექსტრემიზმი და რადიკალიზმი პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის ერთადერთი კითხვა მდგომარეობს ძალების შეფასებაში, შეძლებენ თუ არა მიზნის მიღწევას. ასეთ ადამიანებს ჰყავთ დონორები. როდესაც მათ მივმართავთ, რომ გაემიჯნონ ასეთ ექსტრემიზმს, ისინი დუმან. ეს დუმილი კი ყოველ შემდგომ ძალადობას პირდაპირ ახალისებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)