|
2025-04-01 19:17:41, 822 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დაიბარეს და მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს
“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული „უსაფუძვლო გამოძიების” ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ის მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოცხადდეს. „თბილისის პროკურატურიდან დამიკავშირდა გამომძიებელი მარტა ყიყინაშვილი. მოწმის სახით სურთ ჩემთან გასაუბრება. პირველ რიგში, მათ მიერ გამოგზავნილ წერილში არ არის მითითებული, თუ რომელი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სურთ ჩემი მოწმის სახით გამოკითხვა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ადვოკატის განხორციელებული სატელეფონო ზარის შედეგად დაზუსტდა. რა თქმა უნდა, აღნიშნული გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ უსაფუძვლო გამოძიებას. შესაბამისად ვსარგებლობ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლით მონიჭებული უფლებით და მზად ვარ ადვოკატთან ერთად ჩვენების მისაცემად, პროკურატურის ნაცვლად გამოვცხადდე მაგისტრატ მოსამართლესთან“,- წერს ჯაფარიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)