|
2025-04-01 18:49:57, 977 ნახვა
პოლიტიკა
,,დროა“ - პრობლემად მიგვაჩნია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ საერთო პოზიციის არარსებობა
ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, - ამის შესახებ “დროას“ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, „დროას“ სტრატეგიულ პრობლემად მიაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. „პროდასავლური პარტიების შეთანხმებული მუშაობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, პარტია “დროასთვის” ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ვიყავით და ვართ საგარეო ურთიერთობებში ერთობლივი სტრატეგიით მოქმედების, პროტესტის ერთობლივად დაგეგმვის, არათუ მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ინიციატორი. ამ საკითხებზე კოორდინირებულ ძალისხმევას მომავალშიც დავუჭერთ მხარს. სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი დღესვე, არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად და ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაციისთვის. ამ საკითხზე საერთო პოლიტიკური პოზიცია კი უმნიშვნელოვანესია პარტიებს შორის სტრატეგიული ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის”, - აღნიშნულია „დროა - კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)