|
2025-04-01 11:52:13, 919 ნახვა
სამართალი
თემურ ქათამაძემ შიმშილობა მეორედ დაიწყო
საიას დაცვის ქვეშ მყოფმა თემურ ქათამაძემ შიმშილობა ხელმეორედ დაიწყო. "ბათუმელი მედროშე" ციხიდან წერილს აგზავნის. "მე, "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე, პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების - ჩვენებურების ბელადს, ახმედ მელაშვილს! რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა, ჩემთვის უკვე კი "სიმბოლურია", როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. თუმცა, ბრძოლის ეს ფორმა, პირველ რიგში, სინდისის პატიმრებისთვის და შემდეგ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე ქუჩაში გამოსული თანამებრძოლებისთვის კი, ბრწყინვალე მაგალითია. ასევე ვუცხადებ ჩემს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ბიზნესმენ გიორგი ბწყინვალე ჩიკვაიძეს. და ჩემგან განსაკუთრებული მოკითხვა "ავტოფაგიის ოსტატს", აფგან მუჰთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე! ანწუხელიძე უკვდავი და მარადიულია! არასდროს, არასდროს არ დანებდე! იცოდეთ, ერთი სათვალით, ერთი კალმით და ერთი ფურცლით უნდა დამარცხდეთ! " - წერს "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)