|
2025-03-31 21:49:25, 1089 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა ქართველი ხალხის ნება
კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას - სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი, - ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს უპირისპირდება „ერთი კაცის და უცხო ძალების მსახურებაში მყოფი პატარა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ფულისა და ვიწრო ინტერესების დაცვას ემსახურება“. „ბევრი მათგანი, არამხოლოდ ვერ აღიარებს, რომ რუსეთის საქმეს აკეთებს, არამედ ვერც ბედავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და იმალება ყოვლისმომცველი რუსული პროპაგანდის ლოზუნგის უკან: „აბა ომი ხომ არ გინდათ?“ დღეს ეს რეჟიმი სამ ძირითად საყრდენზე დგას, მაგრამ ბარბაცებს. ერთი არის ოლიგარქის გარემოცვის ფინანსურ ინტერესებზე და ისინი კვებავენ რეჟიმს. მეორე - რუსული პროპაგანდისა და პროპაგანდისტების, რომლებიც ხალხის მოტყუებასა და დამორჩილებას ცდილობენ; მესამე - რუსული ყაიდის ძალადობრივ სისტემაზე. მთავარ კითხვაზე თუ რამდენ ხანს გაძლებს და როგორ დავამარცხებთ ამ რუსულ რეჟიმს და ავტორიტარიზმს, როგორ დავაბრუნოთ ქვეყანა ჩვენ მიერ არჩეულ გზაზე, პასუხი სწორედ ამ საყრდენების დასუსტებასა და ჩამოშლაშია. ეს არის არაძალადობრივი რთული, ალბათ გრძელი, მაგრამ საბოლოოდ წარმატებული გზა, რომელიც საქართველოს სამშვიდობოს გაიყვანს. ჩვენი ძალა მშვიდობიანი გზაა. მმართველ ძალას ძალიან უნდა გადაგვიყვანოს ამ გზიდან, შეგვიყვანოს ძალადობრივ ჭიდილში და ამით დაგვამარცხოს. ამის საშუალებას არ მივცემთ!. კონსტიტუციური გზით, კანონის უზენაესობის დაცვით ჩვენ, ისინი არა, ვაგრძელებთ ამ უთანასწორო ბრძოლას, მეც თქვენთან ერთად. სანამ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი ლეგიტიმურ მთავრობას არ ჩამოაყალიბებს და არ აირჩევს შემდეგ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, მე ჩემი ფიცის ერთგული ვრჩები, ვემსახურო ქვეყანას, დავიცვა კონსტიტუცია და ქართველი ხალხის ნება და ინტერესი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)