|
2025-03-31 21:42:45, 1067 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველდღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ
უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია , - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს ქართველი ხალხის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. "დღეს ისტორიული დღეა, ამ დღეს აქვს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, რამდენადაც ამ დღეს, 1991 წლის 31 მარტს ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს იყო განსაკუთრებული ერთიანობის, ემოციის და თავისუფლებისთვის ბრძოლის კიდევ ერთი დამადასტურებელი დღე. ქართველი ხალხი მუდმივად ილტვოდა თავისუფლებისკენ. ეს დღე არის თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობის დღე. ამიტომ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, რათა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რეფერენდუმს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე თავისუფლებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს ის განსაცდელი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს უდგას, რეალურია. მას უნდა ვუპასუხოთ სწორედ იმ ერთიანობით, რომელიც 1991 წლის 31 მარტს იყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)