|
2025-03-31 16:22:32, 727 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, რომ სცენის დამონატაჟების პროცესი დაეწყოთ. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციელებს სცენის აპარატურის დამონტაჟებასთან დაკავშირებით 12:00 საათზე მიმართეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნებართვისთვის დრო განზრახ გაწელეს. შეგახსენებთ, აქცია ლოზუნგით: „დგება ხალხის გაზაფხული“ რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე შეიკრიბებიან. 21:00 საათზე კი საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს. მან მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე მოუწოდა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)