|
2016-03-13 16:46:17, 1385 ნახვა
სხვადასხვა
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ხვალ პანკისელ ახალგაზრდებს და ქალბატონებს საელჩოში უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, 2016 წლის 14 მარტს პანკისელ ახალგაზრდებს და ქალბატონებს საელჩოში უმასპინძლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" საელჩოდანა ცნობეს, ელჩთან ერთად ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში დავით ბაქრაძე დაესწრებიან. პანკისელი სტუმრები, არიან მონაწილეები პროექტისა: „პანკისელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერება“, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობის შედეგად ახორციელებს „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ და „უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“. პროექტის მიზანია პანკისელი ახალგაზრდების ჩართვა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. პროექტში 120-ზე მეტი ახალგაზრდა იღებს პროფესიულ განათლებას (8 სხვადსხვა სოფელში). „მოხარული ვარ ვუმასპინძლო პანკისელ სტუმრებს საელჩოში. ეს პროექტი, რომელსაც ბრიტანეთის კონფლიქტების მოგვარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდიდან ვუჭერთ მხარს, არა მხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ მას აქვს პოტენციალი ამ ახალგზრდების ცხოვრება შეცვალოს. ვინაიდან ეს ულამაზესი მხარე, პანკისის ხეობა ცოტა იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან, ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრებ ხალხთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობების შეთავაზება: განათლების, სპორტის თუ გართობის კუთხით. დღეს საელჩოში, ჩვენ მათთან განათლების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე ვისაუბრებთ“,-განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)