|
2025-03-31 13:35:44, 796 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესის მხარდაჭერით უმსხვილესი ბანკების სამეულში, ბაზისბანკი 2024 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს
2024 წლის ფინანსური მაჩვენებლებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 17%-ით გაიზარდა და 3 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო დეპოზიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზარდა და 2.6 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით, ბაზისბანკი სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. 2024 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 21%-ით გაიზარდა და 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა. იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობა 1.3 მილიარდი ლარია. 2024 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 0.9 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების 2024 წლის მონაცემებით, ბბ ლიზინგის პორტფელმა 41.3 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2024 წელს მოზიდული პრემია 33 მილიონი ლარია, პრემიის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60% შეადგინა. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წმინდა მოგება 87.4 მილიონ ლარს შეადგენს. წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.4% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 15%. 2024 წელს, Global Banking & Finance Awards-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკმა საერთაშორისო აღიარება ოთხ ნომინაციაში მოიპოვა, მათ შორის: წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკი, საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება. 2024 წელს, ბაზისბანკი, IFC-მ „გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ქალთა დაფინანსების მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ ბანკად აღიარა. „ბაზისბანკი აგრძელებს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას. მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნით და ბანკთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გამარტივებით, ვთავაზობთ კომფორტულ საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურებას. 2024 წელს, ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბაზისბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელების მიმართულებით და ჩვენს მიერ დასახული ამბიციური გეგმები გვარწმუნებს, რომ მიმდინარე წელსაც განსაკუთრებულ შედეგებს მივაღწევთ" - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)