|
2025-03-28 21:50:19, 1042 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა, რომელზეც ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, მეხუთე პრეზიდენტი ესტონელ კოლეგას შეხვდა. როგორც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა ალარ კარისთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ალარ კარისმა მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველ ხალხის ურყევი მხარდაჭერის გზავნილი გადასცა. ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ლაური ჰუსარტან შეხვედრაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელძღვანელმა მტკიცედ დაადასტურა დემოკრატიული არჩევნებისთვის სწრაფვაში საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ესტონეთის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლაური ჰუსარტს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერისთვის! პრეზიდენტისა და პარლემენტარების შეხვედრაზე, რომელსაც ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ყოფნა ევროკავშირის დღის წესრიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), ანალიტიკოსებთან შეხვედრისას, სადაც მეხუთე პრეზიდენტს ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკმა უმასპინძლა, განიხილეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მიმდინარე საპროტესტო აქციები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი დაძლევის გზები. მეხუთე პრეზიდენტმა ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ევროპული გზისადმი მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლიეტუვისა და ლატვიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა, ტალინში ინტერვიუ მისცა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)