|
2025-03-28 16:41:29, 4905 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის აცხადებს, რომ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, რობერტ კიუტმა განაცხადა. კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა იზოლატორს ვადამდე ადრე დატოვებს. „ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი, ალბათ, ყველამ იცის. მან ეროვნული დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 9 წლის ვადით დაეკისრა. ჯამში 4 წელი და 6 თვე უნდა იჯდეს. 30 მარტს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა ეწურება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლებისა და იმ პირობების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, - აღნიშნა კიუტმა.
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ოკუპირებული სევასტოპოლი კვლავ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინამ ბაშკორტოსტანში მდებარე „გაზპრომის“ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ შეუტია
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)