|
2025-03-28 16:13:19, 755 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენი მიზანია ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული პროცესი
ჩვენი თვითმიზანი რომელიმე პარტიის აკრძალვა არ არის, მიზანია, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წყობა, დემოკრატიული პროცესი დაცული, სტაბილური იყოს, რადგან ბოლო არჩევნების შემდეგ კონსტიტუციური წყობისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ უხეშ შეტევას ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანზე შეტევა ყოველგვარი მტკიცებულებების, საღი აზრის უგულებელყოფით ხდება, ისევე როგორც ამ ქვეყნის რყევა და მისი ჩამოშლის სურვილი. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება, მათ შორის გარე დაკვეთით ხდება. „მიზანია, რომ ვითომდა სახალხო პროტესტის გამოწვევით ხელისუფლებაში მოვიდნენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას აფერხებს. სხვათა შორის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროინტეგრაციის პროცესის განხორციელებას ხელს უშლის. ამიტომ, ბუნებრივად აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესები ნორმალური, ჯანსაღი და არაპოლარიზებული იყოს. ამავე დროს, ქვეყანას საშუალება ჰქონდეს, ახალი პოლიტიკური ძალები პოლიტიკურ ველზე შემოვიდნენ, რადგან ოპოზიციის არსებობა და პოლიტიკური კონკურენცია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)