|
2025-03-28 14:15:11, 775 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ყურაშვილი - აგრესიის მსხვერპლი ვართ, ვინც ეცდება, წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია
ჩვენ ვართ აგრესიის მსხვეპრლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება საქართველოს წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია, – ამის შესახებ 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა, მამუკა ყურაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მამუკა ყურაშვილს კომისიის წევრმა, სოზარ სუბარმა დაყსვა კითხვა, „თქვენ თქვით, რომ არ გამოგვიყენებია კასეტური ბომბები და გეთანხმებით ასი პროცენტით, მეც ეს ინფორმაცია მაქვს. ისიც ვიცით, რომ გამოიყენა რუსეთმა. თუმცა, ჩვენ გვყავს მაშინდლეი მაღალი თანამდებობის პირები, მინიმუმ ორი, ბათუ ქუთელია, რომელიც მოგიანებით იყო უშიშროების მდივნის, გიგა ბოკერიას მოადგილე, არ მახსოვს ომის პერიოდში სად მუშაობდა და მეორეა, სერგი კაპანაძე, რომელიც, თუ არ ვცდები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ადასტურებენ ან აბრალებენ საქართველოს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ კასეტური ბომბები. 2021 წელს სერგი კაპანაძე კიდევ ადასტურებს, ოღონდ პატარა კორექტირებას უკეთეს, რადგან თავისი ადრინდელი ნათქვამი ბოლომდე ვერ გადააკეთა, „საქართველომ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ მშვიდობიანი მოსახლეობა არა, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდგ იქნა გამოყენებული“. ამას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პასუხობს. ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ „მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა“. ვინ ვის ინტერესს ემსახურება, ამას ჩვენი მოსახლეობა კარგად შეაფასებს“. რაზეს მამუკა ყურაშვილმა თქვა, „ვეთანხმები ბექა ძამაშვილს. ეს არის მტრული განცხადება, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება წინააღმდეგობა სხვანაირად დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია“.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)