21:08 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-27 19:08:54, 632 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისია მამუკა ყურაშვილს 28 მარტს მოუსმენს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც მამუკა ყურაშვილი უნდა გამოკითხულიყო, 28 მარტისთვის გადაიდო. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე იკითხებოდნენ ყოფილი სამხედრო თანამდებობის პირები, ლაშა ქოიავა, შალვა ჯანაშვილი და ზაზა გოგავა.

„სამდივნოს ვთხოვე, რომ ბატონი ყურაშვილი ხვალ დილით მოიწვიოს, იმიტომ, რომ უკვე აღარ არის იმის დრო, ჩვენ სხდომა გავაგრძელოთ და, შესაბამისად, დაგემშვიდობებით“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, მისი თქმით, „რაც არ უნდა გვლანძღონ“, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალ მთავრობას დახვდეს მშვიდობა.

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, ამისთვის არის ხელისუფლება მოწოდებული, რაც არ უნდა სიტყვები შეგვარქვან, რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ვინც მერე მოვა, იმას დახვდეს უკეთესი (გარემო), დახვდეს მშვიდობა და, რაც მთავარია, შეფასებები იმ ხარვეზების, რაც მან აღარ უნდა გაიმეოროს პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკა უმადური საქმეა, მაგრამ სასარგებლო საქმეც არის თუ კარგად კეთდება და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ხანდახან ისეა ხოლმე, რომ სამხედროებს აქვთ პასუხისმგებლობა და პოლიტიკოსი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ“, - მიმართა ზაზა გოგავას თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics