|
2025-03-27 17:59:25, 777 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია კომისიაზე - თუ მონაწილეობ, ე.ი. ეხმარები რეჟიმს
"ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით" - ასე ეხმაურება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაზე გენერლების ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილის მისვლას. "არალეგიტიმურ პარლამენტში, ოკუპანტი ქვეყნისათვის საჭირო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამართულ კომისიაზე, არცერთ ნათქვამ ფრაზას არ აქვს ფასი. აქ კონტექსტი განსაზღვრავს ყველაფერს, თუ მონაწილეობ ე.ი. ეხმარები - ესაა მოცემულობა, არ არსებობს მაგრამ... ამ ფარსში მონაწილეობა არმონაწილეობაზე თუ ვერ ვთანხმდებით, რაზე უნდა შევთანხმდეთ და როგორ. მოქალაქეებს ვთხოვთ რეჟიმთან ართანამშრომლობას და წინააღმდეგობას ყველა ნაბიჯზე და ვუშვებთ თანამშრომლობის გამონაკლისებს, რომელიც დღეს გენერლებმა დაუშვეს და ხვალ შეიძლება სხვა კონტექსტში სხვამ დაუშვას - ვეხმარებით რეჟიმს, ვთამაშობთ მათ თამაშს და მათი წესებით". - წერს მელია. ამ წუთებში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიის შეკითხვებს წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ 2008 წელს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა პასუხობს. დღესვეა დაგეგმილი 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსის, გენერალ მამუკა ყურაშვილის კომისიაზე მისვლაც. დღეს, 27 მარტს, ენმ-მ გაავრცელა განცხადება, რომ გოგავამ და ყურაშვილმა პარტია დატოვეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)