|
2016-03-12 23:30:30, 834 ნახვა
სამართალი
ბახტურიძე: უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო
"უნივერსიტეტის რექტრომა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტების პროტესტს თავის დროზე ხელი შეუწყო" - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბახტურიძემ "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. ის პროცესების მიმდინარეობაში, პასუხისმგებლობას ვლადიმერ პაპავას აკისრებს. ბახტურიძე აცხადებს, რომ სტუდენტებისგან ვერ მოისმინა დადასტურებული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხსნილიყო კანცლერობის თანამდებობაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა. მისი თქმით, ვლადიმერ პაპამავ მიზანმიმართულად გააკეთა განცხადება, სადაც ოდეერების და გაფრინდავილის პერსონები ერთთანეთთან დააკავშირა. "გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვლადიმერ პაპავამ მიზანმიმართულად გააკეთა ეს განცხადება, რომ ოდეერის და გიორგი გაფრინდაშვილის პერსონები ერთმანეთთან დაეკავშირებინა და ამით გამოეწვია პროტესტი," - განაცხადა პაატა ბახტურიძემ. ბახტურიძე იქვე აცხადებს, რომ აქციებზე ის რამდენიმე ისეთ ადამიანს ხედავს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ. "სამწუხაროდ მათ რიგებში, აქციებზე და ეხლაც ვხედავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. მაგალითად ბურჯანაძე-დემოკრატების წარმომადგენელი იყო მათთან," - განაცხადა პაატა ბახტურიძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)