|
2025-03-27 16:18:57, 800 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები არიან
ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოზე უნამუსო და უტიფარი შეტევის მებაირაღეები - მათი სცენარის ფურცლები, რომ საქართველოსკენ იყოს რუსეთის აგრესიის მთავარი მიმართულება, პრაქტიკულად, დაფლეთილია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, მრავალი მცდელობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ლიდერად ვერ იქცა. „ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მომართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“, - განაცხადა ვოლსკიმ.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)