10:41 - 17 Aug, 2026
|
2025-03-27 14:14:22, 741 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის სათხილამურო კურორტზე სასტუმრო დაიწვა - არიან დაღუპულები
თურქეთში, ულუდაღის სამთო-სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სასტუმრო დაკეტილი იყო, ვინაიდან 1 იანვარს ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასტუმროს ლიცენზია არ განუახლა. ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ცეცხლის გაჩენის მომენტში სასტუმროს ტერიტორიაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა. საავადმყოფოში გადაიყვანეს ოჯახი: მამა, დედა და ვაჟიშვილი. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად მამა და შვილი გარდაიცვალნენ. ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართული იყო 25 სახანძრო მანქანა და 60 მეხანძრე. გარდა ამისა, ადგილზე მუშაობენ პროკურატურის წარმომადგენლები და გამომძიებლები, ისინი ხანძრის გაჩენის მიზეზის დადგენას ცდილობენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)