|
2025-03-27 11:01:24, 661 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ესტონეთს ეწვევა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვისა და ლიტვის შემდეგ, ესტონეთს ეწვია, სადაც ესტონეთის სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები გაიმართება. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ტალინში დღეს სალომე ზურაბიშვილი ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება, ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრები ესტონელ კოლეგასთან, ალარ კარისთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ლაური ჰუსართან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარკო მიჰკელსონთან და კომიტეტის წევრებთან. სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის განმარტებით, ესტონეთში ვიზიტისას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ანალიტიკოსებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), სადაც მას ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკი უმასპინძლებს. ტალინში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)