|
2025-03-26 13:54:18, 922 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან 1553 უფროსკლასელი დარეგისტრირდა
გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 1553 რეგისტრირებულიდან, შერჩეული 600 მოსწავლე 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლის - ვებგვერდების აწყობას, UI/UX დიზაინს, ხელოვნურ ინტელექტს, ვებგვერდების პროგრამირებას და მობილური აპლიკაციების შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედია მარკეტინგს. მე-9 დან მე-12 კლასის ჩათვლით ტექნოლოგიური მიმართულებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ტექსკოლის ონლაინ კურსები საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ისწავლო იქ სადაც ხარ. თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, ყოველთვის ითვალისწინებს ახალი თაობის ინტერესებს. ტექსკოლაში მოსწავლეებს, დარგის წამყვან პროფესიონალებთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე და ჰქონდეთ სკოლისგან სრულიად განსხვავებული სასწავლო გამოცდილება, რომელიც მათ მომავალი პროფესიის შერჩევაში თუ იდეების რეალობად ქცევაში დაეხმარებათ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)