|
2025-03-26 13:25:51, 634 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ
თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. პეტერ ფიშერმა „მედიახმის“ მიერ მედიაგარემოს ყოველწლიური შეფასების ანგარიშის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ვფიქრობ, მედიასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს, მაგრამ ეს ჩემი ანგარიში არ არის. ერთი საკითხი, რომელიც გერმანიას აწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა. ელჩმა საქართველოში თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. „თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკა, პლურალისტური კი ბევრ განსხვავებულ აზრს ნიშნავს, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო გსურთ, როგორი საზოგადოება გსურთ. თუმცა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ. ეს წინაპირობაა. თუ არ გაქვთ, მაშინ ვერ გაწევრიანდებით და ამ საკითხზე აკადემიური ანგარიშის ნახვა საინტერესოა“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)