|
2025-03-26 12:52:22, 657 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს. ეს რისკი უკვე რეალურია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პროკურატურამ გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ იმიტომ დაიწყო, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე „არალეგიტიმურ პარლამენტში“ არ გამოცხადდნენ. „ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ძლიერი საქართველოს“ და მის ლიდერებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიული, „ქართული ოცნების“ მიერ უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია. ამასთან, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხეშია და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უფსკრულშია მოსროლილი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ცნობისთვის, პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამავე მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)