06:57 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 17:54:20, 836 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის პროცესში შუამავლობის გამო მადლობა გადაუხადა.

„რუსულმა მხარემ მადლიერება გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავებული პირების გაცვლის პროცესში აქტიური შუამავლობისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, კრემლის ცნობით, რუსეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებმა რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხი განიხილეს.

„ლიდერებმა უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით მიმდინარე რუსულ-ამერიკული დიალოგის განვითარების საკითხი განიხილეს. მოჰამედ ალ ნაჰაიანმა რუსეთისა და აშშ-ის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics