|
2025-03-24 16:45:05, 609 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა, სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე, არაპარტიული
ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა, სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე, არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. „ჯერ ერთი, ეს „ვითომ“ კომისია კი არა, პარტიული საბჭოა; მეორეც, 2012 წელს წარვადგინე და სრულიად მედიაში განვიხილე სიმართლის კომისიის იდეა, რომელიც უნდა ყოფილიყო 2012-2013 წლებში, მაშინ ჩაკლეს და ახლა ეს პოლიტიკური შურისძიების ჯგუფი გამოაცხადეს. სიმართლის კომისია არის სულ სხვა რამე. არაპარტიული, უმაღლესი ავტორიტეტის ხალხისგან შემდგარი, შერიგებაზე გამიზნული. მაგრამ არ გააკეთეს ზუსტად იმიტომ, რომ შეენახათ ეს თემები პოლიტიკური თამაშისთვის. 13 წელი დაამწნილეს; მესამეც, თუ ვინმეა მართლა გამოსაკითხი, ეს არის მურუსიძე-ჩინჩალაძის ჯგუფი, რომელთა ხელში გაიარა ყველანაირმა რეპრესიამ და გადის ახლაც. იმის თავიც არ აქვთ, რომ ჩინჩალაძე მიიყვანონ პარლამენტში. კაცი საკუთარ კონკურსზე არ გამოცხადდა. ცარიელ სკამს უყარა კენჭი მოსამართლეთა შეკრებამ“, – წერს ანა დოლიძე სოციალურ ქსელში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)