|
2025-03-24 14:46:37, 625 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ზურაბიშვილზე - ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია
„არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც სტადიონზე შესვლა, სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა, ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: „მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენ მეზობელ ხალხს ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“, კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ. „თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი მაკკეინის ფონდის კონსულტანტია თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება - გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ, ეს რა თქმა უნდა, არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ დებთან და ძმებთან ურთიერთობაზე. არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ შევიდა, თუმცა, ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)