11:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 11:50:11, 588 ნახვა

მსოფლიო
ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო

ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მოლაპარაკებები კვლავ სასტუმრო Ritz-Carlton-ში იმართება. რუსული მედიის ცნობით, საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორია დაატოვებინა.

ექსპერტების დონეზე რუსულ-ამერიკულ კონსულტაციებში რუსეთის დელეგაციას წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი სერგეი ბესედა.

მანამდე, ერთი დღით ადრე ერ-რიადში ამერიკულ-უკრაინული კონსულტაციები გაიმართა. უკრაინულ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა.

უმეროვმა მოლაპარაკებები კონსტრუქციულად და შინაარსიანად შეაფასა. მისი თქმით, ძირითადად განიხილეს ენერგეტიკულ სფეროში საკვანძო საკითხები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადვოკატის ინფორმაციით დააკავეს მეტეოროლოგი და ჟურნალისტი კობა ფარტენაძე
პოლიციამ რუსეთის უზენაესი სასამართლოს შენობასთან რამდენიმე ადამიანი დააკავა
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics