08:23 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-23 13:09:29, 659 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთში წყალდიდობებს ებრძვიან

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში ქარიშხალი Martinho-ს მიერ გამოწვეული წყალდიდობების გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბოლო ორ კვირაში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სტაბილურმა ნალექმა წყალსაცავებისა და მდინარეების ადიდება გამოიწვია.

ძლიერი ნალექის გამო მადრიდის მახლობლად მდებარე მეხორადა-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტში 48 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ესპანეთის სხვა ქალაქებშიც.

ქალაქ ავილაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მდინარეები ადახა და ჩიკო ადიდდა. 

იმავდროულად, ანდალუსიის რეგიონში პოლიცია კვლავ ეძებს მოტოციკლისტს, რომელიც ოთხი დღის წინ გაუჩინარდა.

ანდალუსიის შინაგან საქმეთა ხელმძღვანელმა, ანტონიო სანზმა განაცხადა, რომ 18 მარტს ანდალუსიის რეგიონის 19 მდინარე წყალდიდობის საშიშროების გამო განგაშის წითელ რეჟიმში გადავიდა.

წყლის დონის მატების გამო ანდალუსიაში 40 საავტომობილო გზისა და ზოგიერთი სარკინიგზო ხაზის დახურვა გახდა აუცილებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics