|
2025-03-21 13:07:56, 561 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შეთავაზების შექმნას გაუმარტივებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ფოტოების მარაგს წარმოადგენს მომხმარებლებისთვის შეთავაზებების შესაქმნელად. პლატფორმა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს. აღნიშნული სიახლის მეშვეობით ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესის ფოტო არ აქვთ, შეუძლიათ Ads მენეჯერში არსებული ფოტო მარაგიდან შეარჩიონ სასურველი ვიზუალი. ამისთვის მათ შეთავაზების შექმნის პროცესში საძიებო ველში ინგლისურად უნდა ჩაწერონ სიტყვა, რომელიც მათი ბიზნესის საქმიანობას გამოხატავს, რის შემდეგაც რელევანტურ ფოტოები გამოუჩნდებათ. შემდეგ კი, ისინი შეძლებენ სასურველი ვიზუალის არჩევას და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ არჩეულ ფოტოს შეთავაზების დასრულებამდე მხოლოდ ერთი ბიზნესი გამოიყენებს და მომხმარებლებს მსგავსი ვიზუალით სხვა შეთავაზება არ შეხვდებათ. თუ ხართ კომპანიის დირექტორი, შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს, სადაც ავტორიზაციას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში ხართ დარეგისტრირებული და რომლითაც ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. ხოლო თუ მარკეტერი ხართ, ამ შემთხვევაში დირექტორმა უნდა გაგიწეროთ შესაბამისი როლი/წვდომა შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ: უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)