|
2025-03-20 17:56:05, 1158 ნახვა
სამართალი
ირაკლი პაპიაშვილი - გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა მძიმეა
ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ბრალდებით დაკავებული გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც პაპიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ჩიკვაიძის მდგომარეობა მძიმეა. „9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე! ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა! დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“,- წერს პაპიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)