|
2016-03-11 19:43:22, 747 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის საბაჟო სფეროში. ნოდარ ხადურმა თურქეთის ელჩს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის ვაჭრობისა და საბაჟო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრების შესახებ, რომლებზეც გადაწყდა, რომ 1 აპრილს 24 საათიანი დატვირთვით ამოქმედდება კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომლის მშენებლობას საფუძველი 2013 წლის ნოემბერში ჩაეყარა, ხოლო ფუნქციონირება გასული წლის ნოემბერში დაიწყო. ასევე მხარეებმა ისაუბრეს სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის შემდეგაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გამშვები პუნქტის მუშაობა. თურქულმა მხარემ საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა საბაჟო და საგადასახადო სისტემის ეფექტური მუშაობისთვის.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)