|
2025-03-18 21:19:51, 733 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა.მოქალაქეებმა, რომლებიც უკვე 3 თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 111-ე დღეა იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება. პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა მეორე დღეა 24-საათიან უწყვეტ პროტესტს მართავს. სტუდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 24 საათიანი პროტესტის შესახებ, რომელიც მათი თქმით , გაგრძელდება , ვიდრე ხელისუფლება არ გადადგება. “ჩვენ ვართ სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა, რომლებიც ვითხოვთ “ქართული ოცნების” გადადგომას, არანაირ ახალ არჩევნებს . “ქართული ოცნების” გადადგომა ავტომატურად ნიშნავს ახალ არჩევნებს. ჩვენი გეგმაა, 24 - საათიანი პროტესტში ყოფნა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება და გავხდებით იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე რუსთაველის გამზირს უნახავს”, - განაცხადა სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ლერი დარჯანიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)