|
2025-03-18 20:30:06, 807 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ლელოს“ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ამომრჩევლის შენარჩუნება უნდა. „სალომე ზურაბიშვილი და „ლელო“ თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გახდებიან, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველს მათ გადააბარებს. ამიტომ, წინ წმინდა პარტიული ეგოიზმია წამოწეული, რომ მათ თავიანთი ამომრჩეველი არ გადააბარონ და ამით ისედაც შუაზე გაყოფილი ამომრჩეველი არ დაკარგონ. ამ შემთხვევაში, როცა ისინი სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდებიან, ეს მათი პარტიული მიზანია. ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ ოპოზიციამ აბსოლუტურად წამგებიანი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია, როცა მათ თავიანთი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებაზე უარი თქვეს, პარლამენტს გარეთ დარჩნენ და დღეს ის გაურკვევლობა მიიღეს, რაშიც ასეთი დაუნდობელი შიდა დამოკიდებულება აქვთ“, – განაცხადა ქადაგიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)